თასის ფინალს ბათუმი უმასპინძლებს
თასის ფინალს ბათუმი უმასპინძლებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ბათუმი, ანგისას სტადიონი უმასპინძლებს – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ერთ-ერთი ნახევარფინალური შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა: „გაგრამ“ „დინამო“ დამატებით დროში 1:0 დაამარცხა, ქუთაისის „ტორპედომ“ კი გასვლაზე „თელავს“ ასევე მინიმალური ანგარიშით სძლია – 1:0.

სფფ-ს ცნობით, „გაგრა“ „ტორპედოს“ ფინალური შეხვედრა 25 ნოემბერს ანგისას ბაზაზე გაიმართება, მატჩი 17:00 სააათზე დაიწყება.