ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდმა „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ სტენლის თასის ფინალურ სერიაში „დალას სტარსთან“ მესამე შეხვედრა მოიგო და თასს მიუახლოვდა. მეტოქეებს შორის გამართული მეოთხე მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა და ძირითადი დრო ანგარიშით 4:4 დასრულდა.
ოვერტაიმში კი „ტამპამ“ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და სერიაში 3:1 დაწინაურდა.
მეხუთე შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება და შესაძლოა, ნაციონალური ჰოკეის ლიგის 2019/2020 წლების სეზონის გამარჯვებული გამოვლინდეს.