„ტამპა ბეი“ ფინალს უახლოვდება (ვიდეო)

ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდმა „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ სტენლის თასის გათამაშების ნახევარფინალში „ნიუ-იორკ აილენდერსი“ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და ფინალს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, პირველ პერიოდში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს, მეორე ნახევარი კი საკმაოდ უხეში გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის მესამე პერიოდში ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა ფინალურ სირენამდე ცხრა წამით ადრე „ტამბას“ რუსმა ფორვარდმა ნიკიტა კუჩეროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარი კლუბი სერიაში ანგარიშით 2:0 დააწინაურა.

შეგახსენებთ, რომ სტენლის თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალში „ვეგას გოლდენ ნაითსსა“ და „დალას სტარსს“ შორის ანგარიში ჯერჯერობით 1:1-ია.