თამაზ ბორაშვილი – 20 წელზე მეტია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ვემსახურები, შევეცდები, ორმაგი ენერგიით შევუდგე ქვეყნის ინტერესების დაცვას და უსაფრთხოების გაძლიერებას

15:20, 14.09.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში შევეცდები, ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, – ამის შესახებ თამაზ ბორაშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.

თამაზ ბორაშვილმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენისთვის.

„20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ვემსახურები. ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში შევეცდები, ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, უსაფრთხოების გაძლიერებას, დიდი პატივი იქნება ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება. მადლობას ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წარმატებებს ვუსურვებ მას ახალ გამოწვევებში“, – აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.

გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. იგი შს მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტს თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

მსგავსი