სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს

14:02, 14.09.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.

ბორაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაასახელა.

პროცედურის მიხედვით, პრემიერის წარდგინებით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას ამტკიცებს პარლამენტი.

თამაზ ბორაშვილი ამ დროისთვის სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მანამდე კი ამავე უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა.

მსგავსი