თამარ ხულორდავა - როდესაც არსებობს შესაძლებლობა, ღიად, ყველა კითხვას ვუპასუხოთ, ვხედავთ, რომ დარბაზში ოპოზიცია არ ესწრება
თამარ ხულორდავა - როდესაც არსებობს შესაძლებლობა, ღიად, ყველა კითხვას ვუპასუხოთ, ვხედავთ, რომ დარბაზში ოპოზიცია არ ესწრება

როდესაც რეალურად არსებობს შესაძლებლობა ღიად, ყველა კითხვას ვუპასუხოთ, ვხედავთ, რომ დარბაზში ოპოზიცია არ ესწრება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილებას, არ დაესწრონ საკომიტეტო მოსმენებს.

„ის განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება შესაძლებლობა ყველა არსებულ კითხვაზე დეტალურად ვისაუბროთ. ვწუხვარ, რომ ოპოზიცია არ ესწრება ამ
განხილვებს, რადგან ხშირად გვესმის სხვადასხვა სახის დაუსაბუთებელი პრეტენზიები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საგარეო კურსის სიმყარესა თუ ოკუპაციაზე. როდესაც რეალურად არსებობს შესაძლებლობა ძალიან ღიად, ყველა კითხვას ვუპასუხოთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ხდება დარბაზში“, – განაცხადა ხულორდავამ.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში უსმენენ. საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებიან„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.