ტაჩიაი (Tachiai.com) - შიმპანმა ონომაცუ ოიაკატამ ტოჩინოშინის და ასანოიამას ორთაბრძოლის შეფასებისას გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო
ტოჩინოშინის დღევანდელ დაპირისპირებას ცნობილი იაპონური პორტალი „ტაჩიაიც“ (Tachiai.org) გამოეხმაურა. საქართველოს პირველი არხი იაპონური ვებგვერდის მიერ ნაცუ ბაშოს მე-13 დღის შეჯამების იმ ნაწილის თარგმანს გთავაზობთ, სადაც პორტალი ტოჩინოშინის და ასანოიამას დაპირისპირებაზე საუბრობს.
„შესაძლოა ბევრმა არ იცით, მაგრამ მთავარმა შიმპანმა ონომაცუ ოიაკატამ ტოჩინოშინის და ასანოიამას ორთაბრძოლის შეფასებისას გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო და შესაძლოა, შედეგად ქართველი სეკიტორი ოძეკის რანგის გარეშე დარჩეს. დასკვნით ეპიზოდში, როდესაც მან ასანოიამა ძირს დააგდო, ტოჩინოშინის ფეხი ტავარაზე იდო. ამას თანამედროვე სუმოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონოი მოჰყვა და გამარჯვება ასანოიამას მიანიჭეს. ტოჩინოშინი იდეალურად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებამ სუმოს ბევრ გულშემატკივარს დაწყვიტა გული.
ასანოიამამ ტოჩინოშინი დაამარცხა, მაგრამ ეს შეხვედრა ყველას ცუდად გაახსენდება. სამარცხვინო დაპირისპირება, რომელშიც არც ერთ მებრძოლს არაფერი დაუშავებია. მთავარი დანაშაული შვიდ წუთიანი მონოი იყო“, – წერს „ტაჩიაი“.
შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინი მეოთხედ დამარცხდა. მას ოძეკის რანგის დასაბრუნებლად დარჩენილი ორიდან ერთი დაპირისპირების მოგება სჭირდება.