სუს-ში ზუგდიდის ყოფილი მერის გარდა, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვაიაც იკითხება
სუს-ში ზუგდიდის ყოფილი მერის გარდა, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვაიაც იკითხება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვაიც იკითხება. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ში შესვლამდე კახა მიქაიამ განაცხადა, რომ ის გამოძიებას ფარულ აუდიოჩანაწერს მაიწვდის, სადაც სწორედ ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ლაშა გოგია და ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია საუბრობენ. საუბარი კი, თანხის გადაცემას შეეხება.

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. გარდა ამისა, თანამდებობიდან გადადგა მისმა მოადგილე გია გულორდავაც, რომელიც სუს-ში გუშინ დაკიხთვაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა