საკალათბურთო ევროლიგაზე მე-14 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართა. პირეოსის „ოლიმპიაკოსმა” საკუთარ არენაზე რუსულ „ხიმკის” უმასპინძლა და მეტოქეს სუპერშედეგიან შეხვედრაში, ოვერტაიმში 109-98 სძლია.
მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 26 ქულით გეორგიუს პრინტეზისი გამოდგა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა კოსტას პაპანიკოლაუმ. ნიკოლა მილუტინოვმა 16 ქულა დააგროვა.
„ხიმკის” რიგებში კი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ალექსეი შვედმა, რომლის ანგარიშზე 36 ქულა 9 პასი და 3 მოხსნაა. რუსული გუნდის ლიდერი ამ შედეგით მოედანზე საუკეთესო იყო.
14 ტურის შემდეგ „ხიმკის” 7 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 7-8 ადგილებს „ოლიმპია მილანოსთან” ინაწილებს. „ოლიმპიაკოსი” კი 6 მოგებითა 8 მარცხით 9-11 ადგილებს „ვალენსიასთან” და „ბასკონიასთან” იყოფს. ევროლიგაზე მომდევნო მატჩს „ხიმკი” 20 დეკემებერს საკუთარ არენაზე „ჟალგირისთან” ჩაატარებს. „ოლიმპიაკოსი” კი იმავე დღეს სტუმრად „ცრვენა ზვეზდას” შეხვდება.
ცე ეს კა – ცრვენა ზვეზდა 100-74
ალბა – ბაიერნი 76-77 (ოვერტაიმი)