The Sun - რუსი და არგენტინელი ფანები ინგლისელებზე შეტევისთვის ერთიანდებიან
The Sun - რუსი და არგენტინელი ფანები ინგლისელებზე შეტევისთვის ერთიანდებიან

რუსი და არგენტინელი ფანები გეგმავენ, ერთობლივად შეუტიონ ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დროს, – ამტკიცებს გაზეთი The Sun.

გამოცემის ინფორმაციით, რუსებმა და არგენტინელებმა ერთობლივად იმსჯელეს ამგვარი აქციის დასაგეგმად. The Sun წერს, რომ ამისთვის რუსი ფანები ბუენოს აირესში იყვნენ მივლინებულები.

რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის სკანდალს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, ქალაქ მარსელში ჰქონდა ადგილი. თებერვალში გახდა ცნობილი, რომ რუსი ფანი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული ევრო 2016-ის დროს ინგლისელ გულშემატკივრებზე თავდასხმის გამო, გერმანიაში დააპატიმრეს. მას 15 წელი პატიმრობა ემუქრება ადამიანზე თავდასხმისთვის და მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის.