რუსეთმა მუნდიალისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
რუსეთმა მუნდიალისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლის, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა დაასახელა 28 ფეხბურთელი, რომელთაგანაც იმ 23 მოთამაშეს აირჩევს, რომლებიც მუნდიალისთვის საბოლოო განაცხადს დააკომპლექტებენ.

რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები – იგორ აკინფეევი (ცსკა), ვლადიმირ გაბულოვი (“ბრიუგე”, ბელგია), სოსლან ჯანაევი (“რუბინი”), ანდრეი ლუნევი (“ზენიტი”);
მცველები – ვლადიმირ გრანატი, რუსლან კამბოლოვი, ფიოდორ კუდრიაშოვი (ყველა – “რუბინი”), ილია კუტეპოვი (“სპარტაკი”), რომან ნოიშტედტერი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), კონსტანტინ რაუში (“დინამო”), ანდრეი სემიონოვი (“ახმათი“), იგორ სმოლნიკოვი (ზენიტი”), მარიო ფერნანდესი (ცსკა);
ნახევარმცველები – ალექსანდრ ერიოხინი, იური ჟირკოვი, დალერ კუზიაევი (ყველა – “ზენიტი”), ალექსანდრ გოლოვინი, ალან ძაგოევი (ორივე – ცსკა), რომან ზობნინი, ალექსანდრ სამედოვი (ორივე – “სპარტაკი”), იური გაზინსკი (“კრასნოდარი”), ანტონ მირანჩუკი (“ლოკომოტივი”), ალექსანდრ ტაშაევი (“დინამო”), დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”, ესპანეთი);
ფორვარდები – არტიომ ძიუბა (“არსენალი”), ალექსეი მირანჩუკი (“ლოკომოტივი”), ფიოდორ სმოლოვი (“კრასნოდარი”), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა).