ესპანეთის თასის გათამაშებაში ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარეს „ბარსელონამ“ და „ვალენსიამ“.
„კამპ ნოუზე“ გამართული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 67-ე წუთზე ლუის სუარესმა თავით შეუცვალა მიმართულება ლიონელ მესის ჩაწოდებულს.
განმეორებითი შეხვედრა 8 თებერვალს ვალენსიაში,„მესტალიას“ სტადიონზე გაიმართება.
„ბარსელონამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სილესენი, სერხიო რობერტო, პიკე, უმტიტი, ხორდი ალბა, ალეიშ ვიდალი (ფილიპე კოუტინიო, 58), რაკიტიჩი (პაულინიო, 58), ბუსკეტსი, ინიესტა (პაკო ალკასერი, 73), მესი, ლუის სუარესი.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის მეორე წყვილში„ლეგანესმა“ და „სევილიამ“ პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულეს – 1:1.