კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა #1TVSPORT

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასის მერვედფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ 2:4 დამარცხდა.

„ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ბოლომდე ვცდილობდით გამარჯვებას. ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ შეცდომებიც დავუშვით, წაგებას არ ვიმსახურებდით, რადგან ყველაფერი გავიღეთ. „ატლეტიკომაც“ ბოლომდე იბრძოლა, როგორც ჩვენ. ვინისიუსის თამაში? ის კარგ სიმაღლეზე იყო, მაგრამ მატჩის პირველ ნახევარში რთული პერიოდი ჰქონდა“, –  განაცხადა „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა.

მადრიდულ დერბიში „რეალის“ 21-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. აღსანიშნავია, რომ „სამეფო კლუბს“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი წაგება აქვს და ორჯერვე თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.

„რეალი“ ესპანეთის თასის მოქმედი ჩემპიონია – ანჩელოტის შეგირდებმა ფინალში „ოსასუნას“ 2:1 მოუგეს.