სუარესის გოლმა „ბარსელონას“ ესპანეთის თასზე მოაგებინა

08:36, 02.02.2018

ესპანეთის თასის გათამაშებაში ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარეს „ბარსელონამ“ და „ვალენსიამ“.

„კამპ ნოუზე“ გამართული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 67-ე წუთზე ლუის სუარესმა თავით შეუცვალა მიმართულება ლიონელ მესის ჩაწოდებულს.

განმეორებითი შეხვედრა 8 თებერვალს ვალენსიაში,„​მესტალიას“ სტადიონზე გაიმართება.

„ბარსელონამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სილესენი, სერხიო რობერტო, პიკე, უმტიტი, ხორდი ალბა, ალეიშ ვიდალი (ფილიპე კოუტინიო, 58), რაკიტიჩი (პაულინიო, 58), ბუსკეტსი, ინიესტა (პაკო ალკასერი, 73), მესი, ლუის სუარესი.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის მეორე წყვილში„​ლეგანესმა“ და „სევილიამ“ პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულეს – 1:1.

მსგავსი