დიეგო სიმეონემ ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „რეალთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა #1TVSPORT
დიეგო სიმეონემ ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „რეალთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა #1TVSPORT

ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „ატლეტიკომ“ „რეალი“ დამაჯერებელი ანგარიშით, 4:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მადრიდული დერბი შეაფასა და აღნიშნა, რომ „რეალთან“ გამარჯვება ნებისყოფისა და მოთმინების წყალობით მოახერხეს.

„ჩვენ გავუძელით მათ შეტევებს, რაც რთულია, რადგან ისინი ამ კომპონენტში ძალიან კარგები არიან. ჩვენ გვეყო ნებისყოფა და მოთმინება, რომ საკუთარ მომენტს დავლოდებოდით. გრიზმანმა ალბათ საკუთარ კარიერაში საუკეთესო გოლი გაიტანა. როცა სტადიონზე ხარ და გულშემატკივრების ემოციებს უყურებ, საოცარი გრძნობა გეუფლება. ეს გაიძულებს, კიდევ უფრო თავდაუზოგავად იშრომო და ადამიანებს მეტი სიხარული მოუტანო“, – მოჰყავს დიეგო სიმეონეს სიტყვები „მარკას“.

აღსანიშნავია, რომ „სამეფო კლუბს“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი წაგება აქვს და ორჯერვე თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.