„რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ შოტლანდიური ფეხბურთის მესვეურები კლუბებს არაკორექტულად და უსამართლოს ექცევიან, რადგან დაბალი რანგის სამ დივიზიონში სეზონი ვადაზე ადრე დაასრულეს.
„შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ შოტლანდიურ ფეხბურთში სრული ქაოსია, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Goal.com. – აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება.
რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ სეზონი ბოლომდე მივიყვანოთ. მიმაჩნია, რომ კლუბები უბრალოდ კუთხეში მიაყენეს“, -აცხადებს „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი.