მანჩესტერ სიტისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი აცხადებს, რომ კლუბებს ავტომატურად უნდა დააკლდეთ ცხრა ქულა და მიესაჯოთ სამი საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა, თუ მათი გულშემატკივრები რასისტულ ქცევაში მიიღებენ მონაწილეობას.
„რასისტული ხასიათის შეურაცხყოფისთვის მე ცხრა ქულას დავაკლებდი“, – განუცხადა მან გაზეთ თაიმსს. – „შესაძლოა, ეს ზედმეტად მკაცრი სასჯელია, მაგრამ რომელი გულშემატკივარი გარისკავს, როდესაც სასწორზე მისი საყვარელი გუნდის ჩემპიონობა ან ლიგიდან გავარდნა იდება? გარდა ამისა, კლუბმა, რომლის გულშემატკივარი რასიზმში იქნება შემჩნეული, სამი საშინაო მატჩი უნდა გამართოს ცარიელი ტრიბუნებიც წინ“.
ფეხბურთში რასიზმის თემა აქტუალური მიმდინარე წლის მარტიდან გახდა, როდესაც ინგლისის ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს მონტენეგროს ეროვნული გუნდის რამდენიმე გულშემატკივარმა რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ, მსგავს საქციელში რამდენიმე კლუბის გულშემატკივარიც იქნა შემჩნეული.
გასულ კვირას ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე ფეხბურთელმა სოციალური ქსელების 24-საათიანი ბოიოკტით გამოხატა პროტესტი ამ გახშირებული ფაქტების გამო.