„ჩელსიმ“ „ლუტონი“ გაანადგურა – სტერლინგმა დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

08:59, 26.08.2023

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის პირველ მატჩში ლონდონის „ჩელსი“ შინ იღებდა „ლუთონს“ და 3:0 გაიმარჯვა.

შეხვედრაში დუბლი შეასრულა რაჰიმ სტერლინგმა – მე-17 და 68-ე წუთებზე. მესამე გოლი სტუმრების კარში ნიკოლას ჯექსონმა 75-ე წუთზე გაიტანა.

ეს „ჩელსის“ პირველი მოგებაა ახალ სეზონში – ლონდონური გუნდი ოთხი ქულით მერვე ადგილზეა.

მსგავსი