ინგლისში რაჰიმ სტერლინგის სახლი გაძარცვეს - ამის გამო მან სენეგალელებთან მატჩი გამოტოვა #1TVSPORT
ინგლისში რაჰიმ სტერლინგის სახლი გაძარცვეს - ამის გამო მან სენეგალელებთან მატჩი გამოტოვა #1TVSPORT

რაჰიმ სტერლინგმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი კატარში სენეგალის წინააღმდეგ სახლის გაძარცვის გამო გამოტოვა, – „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მძარცველები შაბათს, საღამოს სურეიში მდებარე ფეხბურთელის სახლში შევიდნენ. სტერლინგმა ინციდენტის შესახებ კვირას, დილით შეიტყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობის დროს სახლში ფეხბურთელის მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ.

რაჰიმი საოჯახო საქმეებით არის დაკავებული, კვირას, დილით საკმაოდ დიდი დრო გავატარე მასთან. მე იძულებული გავხდი, გამეშვა, რადგან უნდა ენახა ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებიან. რაც შეეხება მის შემდგომ მონაწილეობას ტურნირში, მან ჯერ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს, შემდეგ კი საკითხს ჩვენ მოვაგვარებთ“, – განაცხადა ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა.

ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში სენეგალის ნაკრები 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.