სტეფ კარის, ტაბლოზე „ნასას“ მთვარეზე ექსპედიციის კადრები ჩაურთეს [ვიდეო]
„საკრამენტოსა“ და „გოლდრნ სტეიტის“ შეხვედრის დაწყებამდე, საკმაოდ სახალისო ფაქტი მოხდა. „ვორიორზის“ კალათბურთელების გამოცხადებისას საკრამენტოს არენაზე პარალელურად „ნასას“ მთვარეზე დაშვების კადრებს ანახებდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სტეფ კარიმ ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ნასას“ მთვარის მისიის არ სჯერა, თუმცა მოგვიანებით თქვა რომ იხუმრა. რაც შეეხება „კინგზისა“ და „ვორიორზის“ მატჩს, შეხვედრა მოქმედე ჩემპიონის გამარჯვებით 125-130 დასრულდა.