დასავლეთი კონფერენციის ფინალის წინ, „გოლდენ სტეიტის“ სნაიპერი სტეფ კარი ამტკიცებს, რომ უმაღლეს ფორმაში იმყოფება. „უორიორზის“ გამთამაშებელმა ბოლო ვარჯიშზე არასრულ ერთ წუთში ზედიზედ 18 (!) სამქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ კარიმ გამოტოვა პლეი ოფის პირველი რაუნდის სერია და მოედანზე „ნიუ ორლეანთან“ სერიის მეორე მატჩში დაბრუნდა. ამ გუნდის წინააღმდეგ ოთხ მატჩში მცველის სტატისტიკა იყო – 25.4 ქულა (სამქულიანების რეალიზაციის 44.1 პროცენტი), 5.3 მოხსნა, 3.5 პასი და 2 ჩაჭრა.
„ჰიუსტონისა“ და „გოლდენ სტეიტის“ სერია 15 მაისს, თბილისის დროით დილის 17:00 საათზე დაიწყება. საკუთარი მოედნის უპირატესობა „როკეტსს“ აქვს.