სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთი დატოვა. თურქული მედიის ინფორმაციით, მოჰამად ალ-ოტაიბი ელ-რიადში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მიმდინარეობისას გაემგზავრა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში პოლიციამ შესაძლოა, საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლები დაკითხოს. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გამოძიებამ საუდის არაბეთის საკონსულოში იპოვა მტკიცებულება, რომ ხაშოგი მოკლულია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი მკვლელობის აღიარებას გეგმავს. საუდის არაბეთში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა.