სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
სტამბოლში რვასართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინციდენტისას, 12-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
დაშავებულთაგან სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 5 წლის გოგონა გამოიყვანეს, რომელიც იქ 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სხვადასხვა უწყების 500-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ქვეყნის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. შენობის დანგრევის შესაძლო მიზეზად უკანონო დაშენება განიხილება.
ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1992 წელს აშენდა, რომელსაც მოგვიანებით სამი სართული დააშენეს.
სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის უბანში, საცხოვრებელი სახლი 6 თებერვალს ჩამოინგრა.