სტამბოლში გაიმართა აქცია, რომელზეც თურქი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გასამართლება გააპროტესტეს
სტამბოლში გაიმართა აქცია, რომელზეც თურქი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გასამართლება გააპროტესტეს

ათასობით ადამიანი შეიკრიბა სტამბოლში დღეს გამართულ აქციაზე, რომელზეც თურქი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩანან ქაფთანჩიოღლუს გასამართლება გააპროტესტეს. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

არსებული ცნობებით, დემონსტრანტებმა ლოზუნგების სკანდირებით, ასევე სახელმწიფო და პარტიული დროშების ატრიბუტებით მალთეფეს რაიონში გააპროტესტეს ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) სტამბოლის ფილიალის ხელმძღვანელის გასამართლება, რომელსაც 12 მაისს „თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს და პრეზიდენტის საჯაროდ შეურაცხყოფის გამო“ ხუთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

არსებული ცნობებით, თურქული კანონმდებლობით, ხუთ წლამდე სასჯელი პირობითია და სავარაუდოდ ქაფთანჩიოღლუ ციხეში არ მოხვდება.