სტამბოლში დღეს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა იმართება
სტამბოლში დღეს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა იმართება

სტამბოლში დღეს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა იმართება. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომზე უნდა გამოაცხადონ, თუ როდის შედგება უკრაინაში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება.

როგორც მანამდე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, აღნიშნული კრება დეკემბრის თვეში უნდა გაიმართოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში სინოდის სხდომას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რასტისლავ პავლენკო.

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა სამ დღეს გაგრძელდება და 29 ნოემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭება გადაწყვეტილია. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს უკრაინის ახალი ეკლესია ტომოსს და შესაბამისად, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად როდის ჩამოყალიბდება.

მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მოსკოვი არ ეთანხმება. რუსეთის საპატრიარქომ ამ დავის გამო, კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა