სტამბოლის სასამართლომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ექვს წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
სტამბოლის სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ექვს წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ 2016 წლის ივნისში, თურქეთის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს. მათ ბრალი 45 ადამიანის მკვლელობაში ედებათ.
ათათურქის აეროპორტში ტერაქტი 2016 წლის 28 ივნისს მოხდა. აეროპორტში სამი აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 19 უცხოელი, 239 პირი კი დაიჭრა.