საუდის არაბეთის მეფე და მემკვიდრე პრინცი მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ოჯახის წევრებს შეხვდნენ
საუდის არაბეთის მეფე და მემკვიდრე პრინცი, ჯამალ ხაშოგის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და სამძიმარი გამოუცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ხაშოგის შვილი სალაჰი და ძმა საჰელი.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი გაზეთ The Washington Post-ის მიმომხილველი იყო, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა.
ჟურნალისტი და მწერალი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით თურქეთის სახელმწიფო გამოძიებამ თქვა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. საუდის არაბეთის ხელისუფლება თავდაპირველად ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა შემდეგ ჯამალ ხაშოგის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.