ჯო ბაიდენმა და საუდის არაბეთის მეფემ იემენის კონფლიქტზე ტელეფონით ისაუბრეს
ჯო ბაიდენმა და საუდის არაბეთის მეფემ იემენის კონფლიქტზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის მეფემ ადამიანის უფლებებსა და იემენის კონფლიქტზე ისაუბრეს. ჯო ბაიდენსა და სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თეთრის სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა დაადასტურა ის მნიშვნელობა, რომელსაც აშშ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ანიჭებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, უზრუნველყოს საუდის არაბეთის უსაფრთხოება ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან და ასევე განიხილა დიპლომატიური ძალისხმევა იემენის ომის დასრულების მიზნით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საუდელ-ამერიკელი რამდენიმე აქტივისტისა და ქალბატონ ლუჯაინ ალ-ჰათლულის საპატიმროდან გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ აშშ საუდელ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მოხსენების გამოქვეყნებას გეგმავს. საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი ჯამალ ხაშოგი 2018 წელს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.