მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა მხოლოდ ერთი თვე იმუშავა ოლდჰემის მთავარ მწვრთნელად და ხუთშაბათს დატოვა პოსტი.
„მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ ვტოვებ თანამდებობას. იმედი მქონდა, ვიმუშავებდი კონტრაქტით გათვალისწინებული წელიწადნახევრის განმავლობაში გუნდში, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვგულშემატკივრობ. ფანებმა, მოთამაშეებმა, მეგობრებმა და ჩემმა ოჯახმა იციან, რამდენად ამაყი ვიყავი ამ პოსტზე დანიშვნით. მაგრამ, ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ვერ შევძლებდი ისე მუშაობას, როგორც მსურდა და როგორც მპირდებოდნენ დანიშვნამდე“, – წერია სქოულზის განცხადებაში.
სქოულზის ხელმძღვანელობით ოლდჰემმა შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, სამჯერ ფრედ ითამაშა და სამჯერ წააგო. გუნდი ინგლისის მეოთხე დივიზიონში მე-14 ადგილზეა.