პოლ სქოულზი - ვარდნა რომ შევასრულე, დეშამმა გოგონასავით დაიკივლა (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც დიდიე დეშამის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა და ეს გაფრთხილება ინგლისელს ფინალის გამოტოვებად დაუჯდა.

„როდესაც ასეთი რამე ხდება, უნდა შეეგუო. სხვა გზა არ გრჩება. დათრგუნული ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. ტექნიკური ვარდნა შევასრულე და მერე ეს მომენტი რამდენჯერმე ვნახე. სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ წესების დარღვევა იყო. ყველაფერი მსაჯთან ახლოს მოხდა. დეშამმა პატარა გოგონასავით დაიკივლა და ალბათ ამანაც იმოქმედა არბიტრზე. შედეგად, ფინალი გამოვტოვე. როი კინიც დათრგუნული იყო ამის გამო, თუმცა ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავდა და ნებისმიერს შეეძლო ჩემი შეცვლა“, – მოჰყავს სქოულზის სიტყვები „გოლს“.

შეგახსენებთ, ხსენებულ ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაიმარჯვა, შემდეგ კი ფინალში „ბაიერნი“ 2-1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დატოვე კომენტარი