რუსული გამოცემა „სპორტ-ეკსპრესი“ ამტკიცებს, რომ მოსკოვის „სპარტაკი“ პირველ შეკრებაზე არ წაიყვანს იმ ოთხ მოთამაშეს, რომელთა გაშვებაც გადაწვიტა – ლაპარაკია
სალვატორე ბოკეტიზე, ნახევარმცველებზე – ალექსანდრ სემედოვსა და იველინ პოპოვზე, ასევე ჯანო ანანიძეზე.
„მოსკოვური გუნდის სპორტულმა დირექტორმა სერგეი როდიონოვმა ამის თაობაზე ფეხბურთელები უკვე გააფრთხილა, რომ მათ პირველ შეკრებაზე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იანვარში არ წაიყვანენ, მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ ვარიანტები და კონტრაქტის შეწყვეტის პირობებს განიხილავენ“ – წერს „სპორტ-ეკსპრესი“.
სამედოვი და პოპოვი თავისუფალი აგენტები ნახევარი წლის შემდეგ გახდებიან, ბოკეტისთან შეთანხმება 2020 წლის ივნისამდეა გათვლილი, ხოლო ანანიძესთან 2021 წლის ივნისამდე. რუსული გამოცემა წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ჯანოს ხელფასიდანაა გამომდინარეობდა – მისი ხელფასი „სპარტაკსში“ დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს.