სპორტ-ეკსპრესი - ნუთუ ჯანოს კარიერა დასრულებულია? ის ხომ მხოლოდ 27 წლისაა (ვიდეო)
ჯანო ანანიძეს „სპორტ-ექსპრესმა“ წერილი მიუძღვნა და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილ მოთამაშესა და საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს წარმატება უსურვა.
რუსულმა გამოცემამ ჯანო ანანიძის „როსტოვში“ ჩატარებული მშვენიერი ეპიზოდი გაიხსენა.
„ქართველმა ნახევარმცველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი შემოქმედებითი ფეხბურთით. 2013/14 წლების სეზონში, ჯანომ „როსტოვში“ იჯარით ითამაშა, მუდმივი პრაქტიკა ჰქონდა და, რაც მთავარია, ტიტული მოიპოვა. „როსტოვთან“ ერთად ჯანომ მოიგო რუსეთის თასი და ფინალში „კრასნოდართან“ (0:0, პენალტი – 6:5) 86 წუთი ჩაატარა. ტიტულისა და წმინდა სტატისტიკური მონაცემების გარდა, იყო კიდევ რაღაც, რაც ფეხბურთის ხელოვნების სერიიდან გახლდათ. როდესაც შეხედავთ ამ ფრაგმენტებს, არ დაიჯერებთ, რომ ეს რუსეთის პრემიერ ლიგაში მოხდა“ – წერს გამოცემა და ჯანო ანანიძის გამორჩეული მატჩის ვიდეოფრაგმენტებს აქვეყნებს.
„სპორტ-ეკპრესი“ „როსტოვის“ მაშნდელი მეკარის, სტიპ პლეტიკოშას კომენტარს იხსენებს: „ძიუბა და ჯანო ჩამოვიდნენ და თვალებს ვერ დავუჯერე. ჩემთვის აღმოჩენა იყო ვარჯიშებზე მათი ფანატიკური თავდადება. არ ვიცი, „სპარტაკს“ ასეთი ფეხბურთელები რატორ არ გამოადგათ“.
წერილის ავტორი იმედოვნებს, რომ ქართველ ნახევარმცველს საუკეთესო პერიოდი წინ აქვს: „ჯანოსთან ასოცირებული პირველი სიტყვა ნიჭი იყო, მეორე კი – ტრავმა. ამის გამო „შუშის ფეხბურთელის“ არასასიამოვნო ზედმეტსახელი მიეკერა. აქედან გამომდინარეობდა მუდმივად შეცვლაზე გამოსვლა, სათამაშო დროის მინიმუმამდე შემცირება და ბოლო სეზონებში – ნაკლები თავდაჯერბულობა. შედეგად, ჯანო გასულ ზამთარს კვიპროსის „ანორთოსისში“ გადავიდა და კვლავ მუხლი დაიზიანა. ვიღაც იტყვის: ეს კარიერის დასრულებაა. სხვები გაიხსენებენ „ყუბანთან“ მატჩში მის თამაშს, ქართველი ნახევარმცველის ასაკსაც (მხოლოდ 27 წლისაა) და იკითხავენ: ნუთუ ეს დასრულებულია? და ჯანოს მთავარს, ჯანმრთელობას უსურვებენ!“