„მოსკოვის „სპარტაკმა“ უნდა გაითვალისწინოს დაცვის ცენტრის გაძლიერების ვარიანტები და ყურადღება მიაქციოს გამოცდილ მოთამაშეებს. მაგალითად, „უფას“ ცენტრალურ მცველს, ჯიმი ტაბიძეს,“ – წერს რუსული გამოცემა „სპორტ-ეკპრესი“.
საქმე ისაა, რომ მოსკოვის „სპარტაკში“ თანამდებობა გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა დატოვა. მას ჩაანაცვლებს შამილ გაზიზოვი, რომელსაც ადრე მსგავსი პოზიცია „უფაში“ ეკავა. ამის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ მოსკოვურ კლუბში „უფას“ მოთამაშეების გადაყვანაა მოსალოდნელი.
გამოცემის ჟურნალისტის აზრით, გუნდს ყველაზე მეტად ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე გააძლიერებს.
„გაზიზოვმა „უფაში“ სამაგალითო კლუბი ააშენა. იქ თავი გამოავლინეს ალექსანდრე ზინჩენკომ, ივან ობლიაკოვმა, ანდრეი ლუნევმა. ბაშკირეთის გუნდში ახლაც არიან ფეხბურთელები, რომელთაც „სპარტაკის“ გაძლიერება შეუძლიათ. მაგალითად, მოსკოველებმა უნდა გაითვალისწინონ დაცვის ცენტრის გაძლიერების ვარიანტები და ყურადღება მიაქციონ უფრო გამოცდილი მოთამაშეებს. მაგალითად, „უფას“ ცენტრალურ მცველს ტაბიძეს, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში ართმევებში საუკეთესოა.. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში ართმევებით ლიდერია – საშუალოდ, სამი ართმევა მატჩში. გარდა ამისა, ტაბიძე მეორე ადგილზეა „უფაში“ ჩაჭრებით (ორი), მესამე ადგილზეა ბურთის გამოტანებით (4.5) და მეოთხეზე ბლოკირებით (0.5). რაც შეეხება გადაცემებს, ტაბიძე ამ მაჩვენებლით „უფაში“ მეორეა (41,5%), უპირატესად გრძელ გადაცემებს აკეთებს (3,8 თითო თამაში). იმის გათვალისწინებით, რომ „სპარტაკი“ ამ ტიპის პასებს შეტევების შესაჩერებლად ხშირად იყენებს, ტაბიძის ეს უნარი სასარგებლო იქნება,“ – წერს გამოცემა.