პერუს მაღალმთიან რაიონში, ტიტიკაკას ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სატვირთო მანქანა სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.
ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვი და 12 ქალია. ასევე დაშავებულია 39 ადამიანი.
სამგზავრო ავტობუსი ბოლივიის საზღვარზე მდებარე ქალაქიდან ტიტიკაკას ტბისკენ მიემართებოდა.