მოსკოვის „სპარტაკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტომას ცორნმა „სპორტ 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანო ანანიძეს გუნდის დატოვება თავად სურს.
„ჯანომ (ანანიძე) შვებულებამდე თავად გვკითხა, შეუძლია თუ არა გუნდის დატოვება, თუ ახალ გუნდს თავად მოძებნის. ახლა ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს, როგორც მისი იჯარით გაშვებაზე, ასევე ჯანოს ტრანსფერის გამოსყიდვაზე. თუმცა, კონტრაქტის გასაწყვეტად ჯერ მზად არ ვართ – თანხის დაკარგვა არ გვინდა. სავარაუდოდ, ეს იქნება იჯარა“ – ეს ტომას ცორნმა „სპორტ 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოსკოვის „სპარტაკს” დატოვებს. 27 წლის ანანიძემ სეზონის პირველ ნაწილში „სპარტაკში“ ათი მატჩი ჩაატარა და გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.