სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა მისი ოცნებაა, სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის არის გამზადებული მე-12 დაწესებულებაში მისთვის ადგილი
სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა მისი ოცნებაა, სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის არის გამზადებული მე-12 დაწესებულებაში მისთვის ადგილი

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა მისი ოცნებაა, სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის არის გამზადებული მე-12 დაწესებულებაში მისთვის ადგილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე კომენტარისას აღნიშნა.

„უკრაინის მოქალაქე პრეზიდენტყოფილმა თქვა, რომ მზად არის იტვირთოს. თქვა, რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოვა, რადგან არის მშიშარა, ეშინია მართლმსაჯულების, ისევე როგორც ეშინოდა თავის დროზე, აი, იმ თვითმფრინავის ტალახში რომ ფორთხავდა.

მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, რომ ჩამოვიდეს და უნდა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში პრემიერ-მინისტრად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად, შესაბამის სკიპტრას გაუმზადებენ. რა მოვისმინეთ მისგან –  თქვა, რომ იხდის კიდევ ერთხელ ბოდიშს, აღიარებს შეცდომებს, აღიარებს დანაშაულებს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს სასამართლომ მას სამართლიანად მიუსაჯა ის, რაც მიუსაჯა. კიდევ თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა არის მისი ოცნება. სწორედ ამისთვის არის გამზადებული მისთვის მეთორმეტე დაწესებულებაში ადგილი, რომ სამართლიაონობა აღდგეს და ყველა დამნაშავემ, მისი ხელმძღვანელობით, მოიხადოს სასჯელი“,- განაცხადა სუბარმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვისას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს. მისივე თქმით, „მთავარია არა ბოდიში, არამედ შეცდომების გამოსწორება“ და აცხადებს, რომ სურს, ამის საშუალება მიეცეთ,

როგორც სააკაშვილი ამბობს, მისთვის „მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, სადაც დაცულია ყველას უფლებები და პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს“.