სოსო ტყემალაძე - თუ შემდეგ ყრილობაზეც ქვორუმი ისევ არ შედგება, ვიტყვი, რომ რაგბიში არაფერი მესაქმება
სოსო ტყემალაძე - თუ შემდეგ ყრილობაზეც ქვორუმი ისევ არ შედგება, ვიტყვი, რომ რაგბიში არაფერი მესაქმება

რაგბის კავშირის ყრილობაზე 24 სუბიექტი იყო, რომელსაც 42 ხმა ჰქონდა და ქვორუმის არარსებობის გამო ყრილობა ჩაიშალა. პრეზიდენტობის კანდიდატმა, სოსო ტყემალაძემ კომენტარი გააკეთა.

„განმეორებითი ყრილობა ჩატარდება, ხმათა უმრავლესობა მაქვს. ავუხსენი, რატომ იყო მნიშვნელოვანი ყრილობის ჩატარება. დროის კარგვაში პრობლემებია, ნაკრებს თამაშები აქვს და ვთხოვე, დროს ნუღარ დავკარგავდით. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დიდი ზეწოლა იყო. შემოსასვლელში ემოციების სიჭარბე ნახეთ, კლუბების მიმართ გარკვეული შეურაცხყოფაც ნახეთ, რაც დაუშვებელია“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ემოციური ფონი უნდა შემცირდეს, რადგან ამით რაგბი ზარალდება: „ყველასთვის მისაღები კანდიდატი არ აღმოჩნდა. ზოგი წითელია, ზოგი ვიღაცის ნათესავია, მე კი მაძახებენ, მორაგბე არ იყავი, მშენებელი ხარო. დამანგრეველი ხომ არ ვარ?! ვამბობ, არ გვინდა აგრესია, შევამციროთ დაძაბულობა. საქმე უნდა გამოვასწოროთ და ეს დროულად მოვახერხოთ“.

მისი თქმით, თუ უახლოეს პერიოდში გასამართ ყრილობაზეც (რომელიც 10-დან 30 დღეში უნდა ჩატარდება) ქვორუმი არ შედგება, კანდიდატურას აღარ წამოაყენებს: „სარაგბო თემთან მუშაობას და დელეგატებთან შეხვედრებს ისევ ვაგრძელებთ, მაგრამ ნდობა თუ ვერ მოვიპოვე, ქვორუმი არ შედგება, ვიტყვი, რომ რაგბიში არაფერი მესაქმება და კანდიდატურას აღარ წამოვაყენებ“.

დატოვე კომენტარი