ქვორუმის არარსებობის გამო, რაგბის კავშირის დღეს ჩანიშნული არჩევნები ჩაიშალა
ქვორუმის არარსებობის გამო, რაგბის კავშირის დღეს ჩანიშნული არჩევნები ჩაიშალა

დღეს, 24 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა იყო ჩანიშნული, რომელიც ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანი: „ დღეს ხმის უფლების მქონე 44 სუბიექტი გამოცხადდა, რაც ყრილობის გასამართად არ იყო საკმარისი. (ქვორუმისთვის 50 ხმაა საჭირო) ამის გამო გადაიდო ყრილობა იმ ვადისთვის, რაც დებულებით არის გათვალისწინებული და 10-30 დღის ფარგლებში ჩატარდება. დებულების მიხედვით, განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საკმარისი უკვე 38 ხმა იქნება“.

ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნა, რომ რაგბის კლუბ „წიქარას“ პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე გერმანულ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად იყო წასული, როცა აიძულეს, ხმის მიცემის უფლება სხვისთვის გადაეცა. ყრილობის ერთ-ერთ დელეგატზე განხორციელებულ ზეწოლაზე დასმული კითხვის სპასუხოდ, გამგეობის წევრმა, ალეკო გრიგალავამ განაცხადა: „არ მგონია, რომ ზეწოლა ყოფილყო. აქ იყვნენ სხვა დელეგატები, რომლებსაც ხმის უფლების მინდობილება ჰქონდათ“.