სომხიშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალშია - ღვინიაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) აგრძელებენ.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ახალგაზრდა ფრანგ ლეა ფონტაინს ვაზარით მოუგო და ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელ ნუნიესს შეხვდება.
ბექა ღვინიაშვილმა კი მერვედფინალში ავსტრიელ ვაშიდ ბორჩაშვილს სძლია და მეოთხედფინალში ბერძენ ცელიდისს დაუპირპირდება.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ) , გიორგი ბერიაშვილი (100კგ), ონისე სანებლიძე (100კგ) და უშანგი მარგიანი (90კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აბუ დაბის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.