სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:29, 19.04.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გააკეთეს.

სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი საერთო ჯამში 1291 ადამიანს დაუდასტურდა. 726 ადამიანი საავადმყოფოში რჩება.

ვირუსს სომხეთში სულ 20 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი