სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპროტესტო აქციებში სამხედროების მონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპროტესტო აქციებში სამხედროების მონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპროტესტო აქციებში სამხედროების მონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს.

„სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კანონის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულნი არიან, რომ ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობა მიიღონ“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციას სამხედრო ფორმიან ადამიანთა ნაწილი შეუერთდა. ისინი ჟურნალისტებთან ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელთა ბრიგადის წევრები არიან.