მედიის ცნობით, სომხეთის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა.
მათ შორის, შეტევა განხორციელდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ვებგვერდებზე. გვერდებზე გარკვეული დროის განმავლობაში წვდომა შეზღუდული იყო.
ამ დროისთვის, ყველა ვებგვერდი მუშაობას განაგრძობს.