სომხეთის პრეზიდენტი - დიალოგის ძიება აუცილებელია
სომხეთის პრეზიდენტი - დიალოგის ძიება აუცილებელია

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის თქმით, დიალოგის ძებნა აუცილებელია. ამის შესახებ არმენ სარგსიანის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სომხეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სახიფათო ზღვარს მიაღწია.

„სამწუხაროდ, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკებები შეწყდა, არადა, სიტუაციის განმუხტვა და დეესკალაცია შესაძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, უარი ვთქვათ დესტრუქციულ პოზიციაზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას დაემუქრება და უნდა გავაგრძელოთ დიალოგისკენ გზების ძიება“, – ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში.

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მყოფ და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დღეს, დილით სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხრეებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, პოლიციამ ფაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი დააკავა. ამჟამად ისინი პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. ოპოზციის მომხრეები კი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.