სომხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური მუშაობისთვის კანონიერი ზომების გასატარებლად მზად არიან
სომხეთის პოლიცია მზად არის, ერევანში სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და იქ მომუშავე ადამიანების უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ ზომას მიმართოს, – News Armenia-ს ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მომხრეებს სახელმწიფო უწყებების შენობების ბლოკირებისკენ მოუწოდა.
„აღნიშნული ქმედებები მშვიდობიანი შეკრებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობის უფლებების ფარგლებს სცდება. მეტიც, ზოგიერთი მათგანი აშკარად შეიცავს სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებების ნიშნებს“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, მიტინგის დასაშლელად და დანაშაულებრივი ქმედებების შესაწყვეტად კონსტიტუციით, საფუძველი აქვთ.