სომხეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდება
სომხეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდება

სომხეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდება. შესაბამის გადაწყვეტილებას ნიკოლ ფაშინიანის მმართველი ფრაქციის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია სესიას ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე ეხება ცვლილებებს, რომელთა ამოქმედების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოქმედ წევრი მოსამართლეების უმრავლესობას თანამდებობების დატოვება მოუწევთ.

ცვლილებების დამტკიცებას მიესალმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ თავისი ფრაქციით ამაყობს.

სომხეთში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუმცა, დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს ახალი რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის სპიკერს აძლევს უფლებას, დეპუტატების მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაუგზავნოს.