სომალიში შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მძიმედ დაჭრილი 25 წლის აბდივალი ალი ჰასანი სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია. შემთხვევა სომალის დედაქალაქ მოგადიშუდან 25 კილომეტრის მოშორებით, გარეუბანში მოხდა.
მომხდარს გამოეხმაურა სომალის ჟურნალისტების სინდიკატი და ხელისუფლებას თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისკენ მოუწოდა.