მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ჟურნალისტი მოკლეს
მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში მექსიკელი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან მოკლეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 49 წლის ფოტორეპორტიორ მარგარიტო მარტინესს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.

მარტინესი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტიხუანაში რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებისთვის მუშაობდა და ქალაქში კრიმინალსა და ძალადობას აშუქებდა.

როგორც ერთ-ერთი მექსიკელი ჟურნალისტი აღნიშნავს, მარგარიტო როდრიგესი იყო ჩართული სახელმწიფო დაცვის პროგრამაში, რომელიც ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„ის ბოლო დროს დაცვის პროგრამით სარგებლობდა, რადგან მუქარები მიიღო“, – აღნიშნა ჟურნალისტმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა.

აშშ-ის საღვართან მდებარე ტიხუანა მექსიკაში ყველაზე მძიმე კრიმინოგენური ვითარებით გამორჩეული ქალაქია, ნარკოდაჯგუფებებს შორის დაპირისპირების გამო.

მარტინესი მეორე ჟურნალისტია, რომელიც მიმდინარე წელს მექსიკაში მოკლეს. გასულ კვირაში ქალაქ ვერაკრუსში მოკლეს ხოსე გამბოა.

უფლებადამცველების მონაცემებით, 2000-2021 წლებში მექსიკაში 145 ჟურნალისტი მოკლეს, აქედან შვიდი გასულ წელს.