სომალიში აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად „ალ-შაბააბის“ 60 წევრის ლიკვიდაცია მოხდა
სომალიში აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად  „ალ-შაბააბის“ 60 წევრის ლიკვიდაცია მოხდა

სომალიში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად „ალ-შაბააბის“ 60 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. BBC-ს ინფორმაციით, ავიაიერიშების სერია აფრიკული სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა. როგორც აშშ-ის ავიაციაში აღნიშნავენ, საჰაერო შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაღუპულან.

ბოლო რამდენიმე წელია, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ თავდასხმებს საკმაოდ აქტიურად ახორციელებს. BBC-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ინტენსიური გახდა. 2017 წლის მარტში აღნიშნული ოპერაცია გაფართოვდა.

ოფიციალური ვაშინგტონის ცნობით, აფრიკელი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.