სომალიში ისლამისტური დაჯგუფების, „ალ-შაბააბის“ თავდასხმას 18 მოქალაქე ემსხვერპლა. ისლამისტები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სურსათით დატვირთულ სატვირთო მანქანებს დაესხნენ თავს და გაანადგურეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავდასხმა ნახევრად ავტონომიურ შტატში, ჰირშაბელეში მოხდა.
„ალ-შაბააბმა მოკლა 18 მოქალაქე და დაწვა ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი სურსათით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა, რომლებიც ქალაქ მაჰასში მიემართებოდნენ“, – განუცხადა სააგენტოს ადგილობრივმა მცხოვრებმა. მოკლულები სატვირთო ავტომობილებში მყოფი პირები არიან.