სოლსკიაერს ნორვეგიაში ძეგლი დაუდგეს #1TVSPORT
სოლსკიაერს ნორვეგიაში ძეგლი დაუდგეს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს ძეგლი დაუდგეს მშობლიურ ქალაქ კრისტიანსუნდში. ნორვეგიელი სპეციალისტის უკვდავსაყოფად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა 60 ათასი ევრო შეაგროვეს.

სოლსკიაერის ქანდაკება ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე დგას. მისი ავტორია მოქანდაკე ტორე ბიორნ სკიოლსვიკი, რომელმაც ნამუშევრისთვის 86 ათასი ევრო მიიღო. თავდაპირველად, ქანდაკების შეძენას გეგმავდა მწვრთნელის თაყვანისმცემელი ოლე ტონდერი, მაგრამ კრისტიანსუნდის 24-ათასიანი მოსახლეობა დათანხმდა ხარჯის დაფარვას და ქანდაკების მყიდველისთვის ჩუქებას. თუ თანხა მეტი შეგროვდება, მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება.

„ჩემი კარიერა ამტკიცებს, რომ პატარა კრისტიანსუნდმაც შეიძლება მიაღწიოს მიზნებს. რა თქმა უნდა, დაუჯერებლად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც საფეხბურთო კარიერამ მომცა“, – განაცხადა სოლსკიაერმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელია 2018 წლიდან.